ახალი ამბები

“გამოიძიეთ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი” [Video]

3 თებერვალი, 2012 • 1518
“გამოიძიეთ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი” [Video]

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მოძრაობა ”ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტის წინ 10– წუთიანი მდუმარე აქცია გამართა.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე კვლავაც გამოუძიებელია და ბევრ შეკითხვას პასუხის გაცემა ჭირდება.
როგორც “ნეტგაზეთს” აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც, თუმცა არც მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია და არც ძმა გოგა ჟვანია აქციაზე არ მისულან.

მასალების გადაბეჭდვის წესი