ახალი ამბები

მერაბიშვილის და უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე სასამართლომ უარი თქვა

27 ივნისი, 2016 • 1261
მერაბიშვილის და უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე სასამართლომ უარი თქვა

ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი მათი საკანში ერთად მოთავსების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქოს სასამართლოს პრესცენტრის განცხადებით, სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმად სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

“ნაცონალური მოძრაობის” წევრის, იურისტის, ოთო კახიძის განმარტებით, წამების კომიტეტის დასკვნის მიხედვით, დიდი ხნის განმავლობაში ადამიანის საკანში მოთავსება განმარტოებით არის წამება და არაადამიანური მოპყრობა.

კახიძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი 4 წელია მარტოა საკანში მოთავსებული და წლებია ითხოვენ, რომ მის საკანში სხვა პირები მოათავსონ, რაზეც უარს ღებულობენ. კახიძის განმარტებით, ამის მიზანი მერაბიშვილისა და უგულავას “მორალურად გატეხაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი