ახალი ამბები

ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

2 თებერვალი, 2012 • • 1512
ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ტომ მელიას შეხვდა. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მათ ასევე ისაუბრეს საარჩევნო კანონმდებლობის პრობლემებზე, ბიძინა ივანიშვილის წინაამდეგ განხორციელებულ სახელისუფლებო შეტევაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მან სახელმწიფო მდივნის მოადგილეს განუცხადა, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩვნები საქართველოში, ვაშინგტონიდან პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღება და მუდმივი მონიტორინგი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან სხვაგვარად შესაძლოა ხელისუფლების მოქმედებები უკონტროლო გახდეს.

თინათინ ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დროს, მათ შორის საქართველოს განყოფილებაშიც, მათი მხრიდან შესაბამისი მექანიზების დროულად ამოქმედება ითხოვა.

ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი შეხვდა ამერიკელ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი