დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
შეთანხმების მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკა პენიტენციურ დაწესებულებებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურით უზრუნველყოფს.
თანამშრომლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა ასევე სამინისტროს თანამრომლებს საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების სფეროში ტრენინგებს ჩაუტარებს, ტრენინგების ჩატარების მიზნით ბიბლიოთეკასთან პრობაციის სასწავლო ცენტრიც ითანამშრომლებს.
თანამშრომლობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხშიც შედგება.
“მსჯავრდებულთა განათლებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”, – აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.




