ახალი ამბები

წყლის მრიცხველისთვის გადასახდელი თანხა 24 თვეზე გადანაწილდება

2 თებერვალი, 2012 • 1526
წყლის მრიცხველისთვის გადასახდელი თანხა 24 თვეზე გადანაწილდება
წყლის მრიცხველისთვის გადასახდელი 100 ლარი, სურვილის შემთხვევაში, თითო ოჯახს 24 თვეზე გადაუნაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამუნა მოსელიძის განცხადებით, 100 ლარი არ არის მხოლოდ მრიცხველის საფასური:

“100 ლარი არა მრიცხველის დაყენება, არამედ აღრიცხვის კვანძის მოწყობა ჯდება, რაშიც შედის მრიცხველი ყველა თავისი აქსესუარით, პლუს მრიცხველის დამონტაჟება, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში საჭრო გახდეს გათხრა და მრიცხველის ჩადგმა, მილების გაყვანა და ა.შ.”

თამუნა მოსალიძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მრიცხველის დაყენებისას დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, გადასახდელი თანხა არ გაიზრდება.

“აბონენტისთვის აღრიცხვის კვანძის დაყენებისთვის გადასახდელი თანხა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დააწესა. კვანძის დაყენების ღირებულება 100 ლარზე გაცილებით მეტია”, – განაცხადა თამუნა მოსელიძემ –“შეუძლებელია მთელ თბილისში მრიცხველები ერთდროულად დაყენდეს, თუმცა გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები დადგენილ ვადებში, 2015 წლის ბოლომდე, დასრულდება”.

თითოეულ ოჯახს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის გადახდა გამრიცხველიანებიდან 6 თვის შემდეგ მოუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი