ახალი ამბები

მიხალკოვი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინმა არჩევნები მოიგოს

2 თებერვალი, 2012 • 1173
მიხალკოვი:  ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინმა არჩევნები მოიგოს

“ვინც ხმას მიცემს პუტინის წინააღმდეგ, ის ხმას მიცემს რუსეთის ინტერესებისა და მისი მომავლის წინააღმდეგ. მე კი რუსეთის გულშემატკივარი ვარ და ამიტომ ხმას მივცემ პუტინს”, – განაცხადა კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა თავის მორიგ ვიდეობლოგში.

მიხალკოვის თქმით, საზღვარგარეთელი “მეგობრები” შიშისგან კანკალებენ იმის გამო, რომ პუტინი შესაძლოა ისევ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი.

“როდესაც ყველანი ვხედავთ, რამდენი სიბინძურე, ჭორი, ბოროტება, ცილისწამება, ბოლოს და ბოლოს, რამდენი ფული იდება იმაში, რომ პუტინმა ვერ მოიგოს არჩევნები, მე შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ მოიგოს პუტინმა არჩევნები”, – აცხადებს მიხალკოვი.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში წინანდალში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი