ახალი ამბები

ირანი მზადაა, ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები განაახლოს

2 თებერვალი, 2012 •
ირანი მზადაა, ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები განაახლოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, ირანი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრ ქვეყნებთან 5+1 ფორმატში (ხუთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა და გერმანია).

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო “Fars News” ავრცელებს.

“ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში გაიმართება. მიმაჩნია, რომ მომავალი მოლაპარაკებები  კონკრეტული შედეგით დასრულდება, რადგანაც ვგრძნობ, რომ შეხვედრაში მონაწილე ორივე მხარე დაინტერესებულია ირანის ბირთვული საკითხის გადაწყვეტით,” – განუცხადა ჟურნალისტებს სალეჰიმ და დასძინა, რომ ირანის ყოველთვის მზად არის, მოაგვაროს თავისი ბირთვული საკითხი მართებული გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი