ახალი ამბები

პროხოროვი საქართველოსთან ურთიერთობის დაწყებას ”სუფთა ფურცლიდან” აპირებს

2 თებერვალი, 2012 •
პროხოროვი საქართველოსთან ურთიერთობის დაწყებას ”სუფთა ფურცლიდან” აპირებს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობას ”სუფთა ფურცლიდან” დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

”მე საქართველოსთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დავიწყებ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენს ერებს არაფერი არ ჰყოფს, მხოლოდ აკავშირებს  საერთო ისტორია, საერთო კულტურა და მრავალსაუკუნოვანი შესანიშნავი ისტორია.  ამერიკასთან ჩვენ გვაქვს ერთი სერიოზული პრობლემა: საერთაშორისო პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე ძალიან არასტაბილურია. ჩვენ კი შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური კავშირები პრაქტიკულად არ გვაქვს. დასაწყისისთვის საჭიროა, რომ აშშ-თან ერთად ვიპოვოთ ის ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ მყარ, სისტემურ ეკონომიკურ თანამშრომლობას,” – განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ 2008 წლის ომისა და ოკუპაცის შემდეგ გაწყვიტა. რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღდგება, მაგრამ ამას კატეგორიულად გამორიცხავენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი