ახალი ამბები

ანონსი – 24 ივნისი

23 ივნისი, 2016 •
ანონსი – 24 ივნისი

წარმოგიდგენთ 24 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:00  სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვთარების კომპანიასა“  და კომპანია „რედკოს“ შორის ხელი მოეწერებაურთიერთთანამშრომლბის  მემორანდუმს. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტებისგანვითარების კომპანიის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი და  კომპანია „რედკოს“ წარმომადგენლები.

11:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი დახურულ დაწესებულებებში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობას შეაჯამებს.

11:00 სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და პარიზის ადვოკატთა ასოციაციის „12 მდივნის კონფერენციის“ ერთობლივი მრგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრაზე საქართველოში ადვოკატის პროფესიული გარანტიების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელებენ და ადვოკატის უფლებების დარღვევის, პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლის ფაქტებს განიხილავენ. მრგვალ მაგიდას საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საქართველის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გახსნიან.

11:00 საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და პირველადი პროფკავშირი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. პრესკონფერენცია გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში.

11:30 “პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნებზე სპეცუბნების გაუქმება; ახალი კანონის თანახმად პოლიციის საარჩევნო უბნებთან ყოფნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 ‘საზოგადოებრივ  პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი და დევნილი არჩილ ბენიძე ბრიფინგს გამართავს და ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიასა და შალვა ნათელაშვილის დაკითხვას მოითხოვს. მის.: კოსტავას ქ. 68
12:00 “პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 დეველოპერული კომპანია m2 თამარაშვილის ქუჩის №6-ში (შესასვლელი ვაკე-საბურთალოს გამგეობის მხრიდან) ახალ საცხოვრებელ კომპლექსს გახსნის. “m2 თამარაშვილზე“ 270 ბინიანი, ენერგოეფექტური კომპლექსია, რომელიც სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. კომპლექსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა. გახსნას ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და დეველოპერული კომპანია m2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე დაესწრებიან.

12:00 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა იქნება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), სახალხო დამცველის ოფისის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები. მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

12:00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. სამუშაოების დასრულების შესახებ საზოგადოებას საქართველოს განათლების მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მიაწვდიან ინფორმაციას. ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

12:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პოლიტიკური საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანიის დაწყება

14.30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.

15.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი