ახალი ამბები

მანჯგალაძე: ბაჩო ახალაია ამერიკელ კოლეგას შეხვდება

31 იანვარი, 2012 • • 1301
მანჯგალაძე: ბაჩო ახალაია ამერიკელ კოლეგას  შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას შორის.

მისივე განცხადებით, საქრთველოს უშიშროების საბჭოს მდივანი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

“საკმაოდ ვრცლად იქნა განხილული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და რაც ჩვენი საზოგადოებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, სააქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა შესაბამის თანამდებობის პირებს შორის იმისთვის, რომ განიხილონ კონკრეტული ასპექტები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე,” – აღნიშნა მანჯგალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი