ნეტგაზეთი | პროდუქტის გამოშვების თარიღი მისი გაყიდვის თარიღზე გვიან დადგა პროდუქტის გამოშვების თარიღი მისი გაყიდვის თარიღზე გვიან დადგა – Netgazeti
RU | GE  

პროდუქტის გამოშვების თარიღი მისი გაყიდვის თარიღზე გვიან დადგა

momxmarebeli.ge -ის ინფორმაციით, თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის წინ მდებარე სწრაფი კვების ობიექტში, საკვების გამოშვების თარიღი მისი გაყიდვის თარიღზე გვიან დადგა.

momxmarebeli.ge -ის ინფორმაციით, თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის წინ მდებარე სწრაფი კვების ობიექტში, საკვების გამოშვების თარიღი მისი გაყიდვის თარიღზე გვიან დადგა.

“2012 წლის 20 იანვარს მომხმარებელმა www.momxmarebeli.ge-ზე დაგვიტოვა კომენტარი 51-ე საჯარო სკოლის წინ მდებარე სწრაფი კვების ობიექტში მის მიერ აღმოჩენილ დარღვევაზე,- მან მაღაზიაში 11 იანვარს, 14:00 საათზე, იყიდა საკვები და ყუთს ეწერა, რომ მისი გამოშვების თარიღია 11 იანვარი, 18:05 წუთი. 2012 წლის 25 იანვარს ჩვენც შევისყიდეთ მითითებულ სწრაფი კვების ობიექტში რამდენიმე დასახელების მზა საკვები. პროდუქტის შესყიდვა მოხდა 25.01.2012 -ში, დილის 10:40:58 საათზე, ხოლო პროდუქტის შეფუთვის დრო მითითებული შეფუთვაზე არის 25 იანვრის საღამო, 18:01; 18:41 და 18:46. გაიგზავნა წერილი მეწარმესთან,”-წერია momxmarebeli.ge-ს ვებ-გვერდზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი