ახალი ამბები

ახალი გაზეთი: ქუთაისში “რუსთავი 2”-ის სტუდია იხსნება

30 იანვარი, 2012 • 1510
ახალი გაზეთი: ქუთაისში “რუსთავი 2”-ის სტუდია იხსნება

ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე კორპუსებში “ტელეიმედისა” და “რუსთავი 2”-ის სტუდიები გაიხსნება. ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი “ახალი გაზეთი” ავრცელებს.

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმცაიო სამსახურის პროდიუსერის, ირმა ლორიას თქმით, სტუდია მათი რეგიონული გადამღები ჯგუფისთვის იმუშავებს:

“საჭიროების შემთხვევაში, მათ დაეხმარება თბილისიდან ჩამოსული ერთი გადამღები ჯგუფი”.

“კურიერის” პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში სტუდიების მოწყობის გამოცდილება აქვთ და ეს მათ არც ქუთაისში გაუჭირდებათ:

“ქუთაისის სტუდიაში შეიძლება მოვიწვიოთ სტუმრები პარლამენტიდან, ვგეგმავთ საპარლამენტო კორესპონდენტების მივლინებასაც”.

ქუთაისში სრულად აპირებს გადასვლას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხი, რომლითაც მოხდება პარლამენტის ხსდომების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში.

ამავე თემაზე:

“P.S.”: ქუთაისელები ტელეიმედის სტუდიის მშენებლობას აპროტესტებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი