ახალი ამბები

55 000 ლარის ღირებულების ოქროს უკანონოდ გადატანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 ივნისი, 2016 • 1095
55 000 ლარის ღირებულების ოქროს უკანონოდ გადატანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადატანის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე საზღვრის კვეთის დროს ცდილობდა უკანონოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კონტრაბანდული ოქროს ზოდები და უმაღლესი სინჯის ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 55 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი