ახალი ამბები

იყალთოს ქუჩაზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს

30 იანვარი, 2012 • 1157
იყალთოს ქუჩაზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს

დღეს იყალთოს ქუჩის #33–ში მცხოვრებლებმა მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცნობებენ, მოასლეობამ ჯერ პატრული გამოიძახა, ხოლო პატრული დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების სამსახურს:

“ზარი პატრულისგან შემოვიდა, მაშინვე გავედით და ვნახეთ, რომ აღმოჩენილი იყო მიტოვებული ჩვილი, მამრობითი სქესის, ჭიპლარი კუსტარულად ჰქონდა დამუშავებული, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა. ჩვენ სასწრაფოდ გადავიყვანეთ ჟვანიას სახელობის ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში”.

ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში აცხადებენ, რომ ჩვილი თხელ სახვევში იყო გახვეული, რის გამოც მისი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე დაბალი იყო:

“ჩვენთან ახალშობილი დილის 9 საათზე შემოიყვანეს. ბავშვი დაახლოებით 24 საათის დაბადებულია, წონა 4კგ, ჰიპოთერმია, ანუ სხეულის დაბალი ტემპერატურა, აღენიშნებოდა. ამჟამად მონიტორინგის ქვეშაა, ლაბორატორიული კვლევები და გადასხმები უტარდება, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლია ძიძიგურმა.

ექიმების განცხადებით, მშობიარობა, სავარაუდოდ, სახლის პირობებში მოხდა, ჩვილი კი იყალთოს ქუჩაზე, ერთ–ერთი სახლის კართან, იყო დატოვებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი