ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე ბან კი მუნს შეხვდება

30 იანვარი, 2012 •
გრიგოლ ვაშაძე ბან კი მუნს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ იორკში 3 თებერვალს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდება.

აღნიშნულის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოსთვის აქტუალური საკითხები გაეროს ფარგლებში.

“განსახილველ საკითხთა შორის ასევე არის ის თანამშრომლობა, რომელიც, როგორც გაეროს წევრ ქვეყანასა და ამ ორგანიზაციას შორის მიმდინარეობს. საუბარი შეეხება გაეროს როლის უფრო გააქტიურებაზე ჩვენი კონფლიქტისა და საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საკითხში. ასევე, გაეროს თანათავჯდომარის როლის ასპექტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში,” – აღნიშნა ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, განსახილველ საკითხთა შორის საქართველოს ლტოლვილებთან და იძულებით ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციაც იქნება წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი