ახალი ამბები

15 000 ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა

30 იანვარი, 2012 • 1091
15 000 ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი კვლაველექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი, ამის შესახებ კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები აცხადებენ.

დიდთოვლობის გამო 65 000–მდე ადამიანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა. დასავლეთ საქართველოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, რის გამოც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა.

განსაკუთრებით დაზარალდა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონები, სადაც დიდთოვლობის გამო გადამცემ ხაზებამდე მისვლა ვერ ხერხდებოდა.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მათი თქმით, ამ დროისთვის დაზიანებული ხაზების უმეტესობა აღდგენილია, თუმცა ელექტრო ენერგიის გარეშე კვლავ რჩება 15 000–მდე აბონენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი