ახალი ამბები

მთელ საქართველოში ითოვებს

30 იანვარი, 2012 •
მთელ საქართველოში ითოვებს

როგორც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ წუხელ თითქმის არც ერთ რეგიონში არ უთოვია, თუმცა დღეიდან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე კვლავ თოვა დაიწყება.

ამჟამად დიდთოვლობაა ხულოში, სადაც თოვლის საფარი 123 სმ–ს აღწევს, რიკოთის უღელტეხილზე –206 სმ–ს, ხოლო ჯვრის უღელტეხილზე– 145 სმ–ს.

124 სმ –გუდაურში, ხოლო ბაკურიანში– 62 სმ.  შედარებით მაღლია თოვლის საფარი შოვში -64სმ, მესტიაში -60სმ და ფასანაურში -50სმ.

დღეს უფრო მეტად კახეთში და თბილისში მოთოვს, ხვალიდან დასავლეთის მთიან რაიონებში დაიწყება თოვა, ხოლო ზეგიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი