ახალი ამბები

2008-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 21 230 ადამიანმა მიიღო

30 იანვარი, 2012 • 1102
2008-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 21 230 ადამიანმა მიიღო

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის (IDFI) ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონცემებით, 2008 წლიდან 2011 წალამდე საქართველოს მოქალაქეობა 21 230 უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო

აღნიშნული რიცხვი სხვადასხვა პროპორციით შემდეგ ქვეყნებზე გადანაწილდა– მაროკო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩინეთი,  ინდოეთი, პაკისტანი, ზამბია და რუსეთი.

მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალქეებმა მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. 2008 წელს- 3225, 2009 წელს-5528, 2010 წელს-5103, 2011 წელს კი –7322. ჯამში კი, 21 178 ადამინმა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2008-2011 წლებში მაროკოდან მხოლოდ ერთ ადამიანს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან– 28 ადამიანს,  ჩინეთიდან– ერთ ადამინს, ინდოეთიდან 7 –ადამინს,  ზამბიადან კი– ერთ ადამიანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი