ახალი ამბები

საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია

30 იანვარი, 2012 • 1586
საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა აღდგენილია მას შემდეგ, რაც იგი სამი საათით შეწყდა თურქეთში გზის ჩანგრევის გამო.

შემთხვევა შაბათს, 28 იანვარს, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და დაზიანებული გზის ფოტოები გავრცელდა ინტერნეტში, რომლებმაც მოსახლეობას კითხვები გაუჩინა.

როგორც სოფელ სარფის თემის რწმუნებულმა,  ირაკლი ვანიძემ განუცხადა “ნეტგაზეთს”,  საავტომობილო გზა თურქეთში საქართველოს საზღვართან ახლოს ზღვის დიდი ტალღების გამო ჩაინგრა.

მისი თქმით, არავინ დაშავებულა, მსხვერპლი არ არის, მოძრაობა კი სამი საათის შემდეგ აღდგა.

“ნეტგაზეთი” ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის  საკონსულოსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი შტყობინება არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი