ახალი ამბები

ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

29 იანვარი, 2012 • 1098
ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოციგურავე ელენე გედევანიშივილმა შეფილდში, ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედალის მფლობელი  და ევროპის ჩემპიონი იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა. ვერცხლის მედალი კი ფინეთის წარმომადგენელმა, კირა კორპიმ მოიპოვა. ელენე გედევანიშვილმა საბოლოო ქულებით რუსეთის წარმომადგენელს, პოლინა კორებეინიკოვას გაუსწრო.

წყვილებს შორის პირველი ადგილი  რუსეთის წარმომადგენლებმა ტატიანა ვოლოსოჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა მოიპოვეს. ოქროს მედალი რუსეთს ევგენი პლუშენკომაც მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი