ახალი ამბები

ივანიშვილის სამდივნო აქციის მონაწილეთა დაკავებას გმობს

28 იანვარი, 2012 • 1235
ივანიშვილის სამდივნო აქციის მონაწილეთა დაკავებას გმობს

“ასეთი ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან არაფრით არის გამართლებული და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სამდივნო აქვეყნებს.

განცხადება ეხმაურება დღეს პარლამენტთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე, რამდენიმე ადამიანის დაკავებას.

“კატეგორიულად ვგმობთ დღეს რუსთველის გამზირზე ახალგაზრდების – დავით ფაცაციას, ჯაბა ჯიშკარიანის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას… კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლებს: ემსახურონ კანონს და არა მმართველ ძალას! ჩვენი მხრივ კი, ვაცხადებთ, რომ ეს ფაქტი არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე და  ხელისუფლებას ყველა უკანონობაზე მოუწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

აქციის დროს დაკავებულთა საქმეს დღესვე განიხილავს სასამართლო

გირგვლიანის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ექვსი წელიწადი გირგვლიანის მკვლელობიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი