ახალი ამბები

გირგვლიანის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

28 იანვარი, 2012 • 1026
გირგვლიანის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან “წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს.

დაკავებულები არიან: ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია, „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი, რეჟისორი ზაზა სვანაძე და „ობიექტივის“ ერთ–ერთი წამყვანი მიშა მუმლაძე. დაკავებულთა ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

დღესვე გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა რუსთაველის ძეგლთან, თუმცა აღნიშნულმა აქციამ, მისი ერთ–ერთი ორგანიზატორის, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერის, ლაშა  ჩხარტიშვილის თქმით, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღესვე, 19:00 საათზე, “შარდენ ბართან” შეიკრიბებიან და ექვსი წლის წინ მომხდარ მკვლელობას გააპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

ექვსი წელიწადი გირგვლიანის მკვლელობიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი