ახალი ამბები

სააკაშვილის შენატანი გირგვლიანის ფონდში

28 იანვარი, 2012 • 1168
სააკაშვილის შენატანი გირგვლიანის ფონდში

„შევიტყვე, რომ ბატონი გურამ გირგვლიანი ფონდის შექმნას აპირებს და აწესებს ყოველწლიურ პრემიას ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვაში გამოიჩინა თავი. მინდა ამ ფონდში გადავრიცხო პირველი სიმბოლური შენატანი – მიხეილ სააკაშვილის დამარცხების საფასური”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე.

მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ძალაში შევიდა, ეკატერინა ხვედელიძე აპირებს ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მის სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადი – 100 ლარი, გამოიტანოს და „სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდ სამართლიანობაში“ გადარიცხოს.

“მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ერთად შევძლებთ საქართველოში სამართლიანობის დამყარებას. სულ მალე დადგება დრო, როდესაც ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, თანასწორი იქნება კანონის წინაშე“, – აცხადებს ეკატერინა ხვედელიძე.

დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წელიწადი გავიდა.

ამავე თემაზე:

ექვსი წელი გირგვლიანის მკვლელობიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი