ახალი ამბები

ლენინის დამარხვის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გამოვიდა

26 იანვარი, 2012 • 1007
ლენინის დამარხვის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გამოვიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ პროხოროვი ლენინის ნეშტის დამარხვის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

“ჩემი პირადი პოზიციაა-ლენინი უნდა დაიმარხოს. თუმცა ამის გაკეთება იმ ადამიანთა აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, ვინც სხვაგვარად ფიქრობს. პირადად მე, ამაზე რეფერენდუმს ჩავატარებდი, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ისტორიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს წარსულს ისე, რომ ამავე დროს არ დავივიწყოთ ის,”-ამბობს პროხოროვი ტელეარხ RT -სთან ინტერვიუს დროს.

მავზოლეუმში არსებული ლენინის ნეშტის დამარხვის შესახებ რუსეთში დისკუსიები მრავალი წელია მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი