ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქში მგზავრობის პრობლემებზე განცხადება გააკეთა

26 იანვარი, 2012 • 1065
ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქში მგზავრობის პრობლემებზე განცხადება გააკეთა

დღეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის საკრებულოს წევრმა, ზურაბ აბაშიძემ მგზავრობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მან სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა და გრიგოლ ორბელიანის სახელობის სკვერში (ძველი კოლმეურნეობის მოედანი) მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე განცხადება გააკეთა.

“ჩვენ გვქონდა საშუალება, საკუთარ თავზე გამოგვეცადა ის პრობლემები, რომლებიც დაგროვდა ქალაქში სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით. დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება ერთ–ერთი პრობლემური თემაა”, – განაცხადა აბაშიძემ. მისი თქმით, პირველ რიგში, პრობლემას ფასი წარმოადგენს, ასევე, ახალი სამარშრუტო ტაქსების ნაკლებობა.

“ის ვალდებულებები, რომლებიც ჰქონდა აღებული მერიას და იმ კომპანიას, ვინც გაიმარჯვა ამ ე.წ. ტენდერში, არ შესრულებულა. ეს ყოველდღიურად აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. მერიამ ეს პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს, რადგან ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ უსაფრთხო, თავისუფალი გადაადგილება”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ის  მძღოლების პრობლემებსაც შეეხო:

“დღიური შენატანი, რომელსაც მძღლები იხდიან, ძალიან მაღალია, მათ უგროვდებათ ვალები, რომელსაც ვერ ისტუმრებენ და რამდენიმემ უკვე მთხრა, რომ ამ სამსახურს თავი უნდა დაანებონ. დღიური შენატანი არის 58 ლარი, პლუს 25 ლარი, ამის გარდა, უნდა ჩაასხან ბენზინი, მარშრუტს გააჩნია, გრძელ გზაზე მძღოლს დღეში დაახლოებით 165 ლარის ხარჯი უწევს, რომელიც თვითონ უნდა გაიღოს. ამის გამო მათ უგროვდებათ ვალები იმ კომპანიის მიმართ, რომელთაც მერიამ და გიგი უგულავამ გაამარჯვებინა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი