ახალი ამბები

ახალი სასწავლო პროგრამა “skoool საქართველო”

26 იანვარი, 2012 • 1132
ახალი სასწავლო პროგრამა “skoool საქართველო”

№143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა.

პროგრამა უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ინოვაციური, ინტერაქტიული და საინტერესო სასწავლო პროგრამების გამოყენების საშუალებას იძლევა.

პროგრამა მრავალ ენაზეა თარგმნილი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა ქართულ ენაზე კომპანია Intel®-თან თანამშრომლობით თარგმნა.

”Skoool საქართველო” მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი  ადაპტირებული  ელექტრონული მულტიმედიური რესურსია რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, ესენია სასწავლო ობიექტები და სიმულაციები.

პროგრამა განათლების სამივე საფეხურს, დაწყებით, საბაზისო და საშუალო საფეხურებს მოიცავს.

თითოეული საკითხი რამდენიმე სლაიდისაგან შედგება, რომელიც საკითხთან დაკავშირებულ მოკლე ინფორმაციას შეიცავს, შემდეგ მოჰყვება ტესტები. მათი დახმარებით თითოეულ მოსწავლეს თავად შეუძლია შეაფასოს საკუთარი ცოდნა.

“სამინისტრო იმედოვნებს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქტს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მისი დახვეწა-განვითარების პროცესში”, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, სადაც პროგრამის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი