ახალი ამბები

თემურ ჩხეიძის ”ზნეობრივი მხარდაჭერა” ივანიშვილს[video]

25 იანვარი, 2012 • • 1078
თემურ ჩხეიძის ”ზნეობრივი მხარდაჭერა” ივანიშვილს[video]

რეჟისორი თემურ ჩხეიძე და მხატვარი ნიკუშა შენგელაია დღეს, 25 იანვარს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

თემურ ჩხეიძემ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. შეხვედრის შემდეგ მან ქვეყნის წინაშე ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე ისაუბრა.

”ამ ადამიანს იმდენი აქვს გაკეთებული, სრული უფლება აქვს, ჩემი და ჩემნაირების ზნეობრივი მხარდაჭერა ჰქონდეს. მე უპრეცენდენტოც კი მგონია ასეთი მასშტაბი ქველმოქმედებისა. ეს რაც ვიცი და რამდენი რამ არ ვიცი. ამის უგულვებელყოფა არ შემიძლია,”-განაცხადა თემურ ჩხეიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი