ახალი ამბები

ივანიშვილი: ყველაზე დიდი სირცხვილია, როცა მოსახლეობის ხმებს იპარავ

20 ივნისი, 2016 • 1018
ივანიშვილი: ყველაზე დიდი სირცხვილია, როცა მოსახლეობის ხმებს იპარავ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი ერთადერთი საზრუნავია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება და ამისთვის, მისი განცხადებით, საჭიროა არჩევნების ღირსეულად ჩატარება.

“ერთადერთი ჩემი საზრუნავი, რაც გამაჩნია, ისევე, როგორც ჩვენი ყველასი, არის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ და ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ ეს არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად, ისევე, როგორც 2 არჩევნები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩატარდა, ჩატარდა ძალიან კარგი სტანდარტებით. არავის აზრად არ ჰქონდა ხმების მოპარვა. ყველაზე დიდი სირცხვილია, როცა მოსახლეობის ხმებს იპარავ. ასეთივე იქნება და ასეთივე მიზანი აქვს კვირიკაშვილსაც და ალბათ, ანეკდოტური იქნება, რომ ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, რომ ხალხის ხმები მოიპაროს ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვინმეს ჯიბეში ჩაუძვრეს.

ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ინატრებდა ასეთ ხელისუფლებას და ასეთ ეკონომიკურ გუნდს. ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა კვირიკაშვილისნაირ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. ამას ყველაფერს უნდა გაფრთხილება. ამიტომ არჩევნები უნდა ჩავატაროთ სანიმუშოდ,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც თბილისი მარიოტში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი