ახალი ამბები

მიმდინარეობს მოხალისე პედაგოგების გადამზადება

25 იანვარი, 2012 • 993
მიმდინარეობს მოხალისე პედაგოგების გადამზადება

პროგრამის– ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”– მონაწილეთა მეორე ნაკადი გადამზადებას გადის. ერთკვირიანი ტრენინგის შემდეგ  160 მოხალისე პედაგოგი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გაემგზავრებიან და არაქართულენოვან სკოლებში, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგები ქალაქ ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში ტარდება. მოხალისე პედაგოგების გადამზადება შემდეგი მიმართულებით ხორციელდება:პროფესიული უნარები, ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგია, ბილინგვური სწავლება და კულტურული მრავალფეროვნება.

პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს მასშტაბით არსებულ არაქართულენოვან სკოლებში უკვე 150 პედაგოგი მუშაობს. სპეციალურად ამ პროგრამისთვის  დონეების მიხედვით შეიქმნა ქართული ენის სახელმძღვანელოები. ამ დროისთვის სახელმძღვანელოს ოთხი დონეა გამოცემული, წლის ბოლომდე იგეგმება თორმეტივე დონის გამოცემა.

ბაკალავრის ხარისხის მქონე მოხალისე პედაგოგებს პროგარამაში მონაწილეობის შემდეგ სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს სრულად დაუფინანსებს. პროგარამში მონაწილეობისთვის საჭიროა, საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი ჰქონდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი