ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე ამერიკაში მიემგზავრება

25 იანვარი, 2012 • 1240
გიორგი თარგამაძე ამერიკაში მიემგზავრება

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გიორგი თარგამაძე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

როგორც ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ოფიციალურ ვებგვერზეა აღნიშნული, თარგამაძე შეხვედრებს სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში გამართავს.

ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის ლიდერს, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან საუზმეზეა მიწვეული.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2012–13 წლების არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება იქნება.

“ვისაუბრებთ რუსეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან საქართველოსთვის უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხის გარანტიებზე, ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე”, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.

ვიზიტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი