ახალი ამბები

ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მიმდინარეობს [VIDEO]

18 ივნისი, 2016 • 1575
ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მიმდინარეობს [VIDEO]

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, დღეს,  18 ივნისს, საღამოს ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი დაიწყება. კარერასი საქართველოში პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩამოვიდა.

დირიჟორი დავიდ ხიმენეს კარერასი იქნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელიც ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს შეასრულებს.

ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი კარიერას ასრულებს და საქართველოს „მსოფლიოს ფინალური ტურის“ ფარგლებში ეწვია.

გარდა კარერასისა, საქართველოში მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის, „Check in Georgia”-ს ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ მსოფლიო მასშტაბის შემსრულებლები რობი უილიამსი, ეროს რამაზოტი,  GROOVESONIX და Maroon 5.  საერთო ჯამში, მათ ჰონორარზე 11,166,639 ლარი დაიხარჯა.

ხოსე კარერასის რეპეტიცია. 18.06.2016 ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანიშვილი

მზადება კარერასის კონცერტისთვის. 18.06.2016 ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი