ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე აშშ–ში მიემგზავრება

24 იანვარი, 2012 • • 993
გიორგი თარგამაძე  აშშ–ში მიემგზავრება

“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი, გიორგი თარგამაძე ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და ვიზიტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი თრგამაძის განცხადებით, აშშ–ში პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან საუბრები შეეხება, რუსეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოსთვის უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხის გარანტიებს, ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.  

“საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას გავაცნობთ ჩვენს ხედვას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რუსეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან ვისაუბრებთ საქართველოსთვის უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხის გარანტიებზე, ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე”, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე 26-27 იანვარს შეხვედრას გამართავენ სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის – სოფლის მეურნეობის სამინისტროში. დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებში.

28 იანვარს ქდმ-ს ლიდერი ვაშინგტონში წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას ეწვევა, მოგვიანებით კი საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

2 თებერვალს გიორგი თარგამაძე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საუზმეზე. ღონისძიებას სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები, გავლენიანი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.

თარგამაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2012–13 წლების არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი