ახალი ამბები

დიპლომატიური სკანდალი თურქეთსა და საფრანგეთს შორის

24 იანვარი, 2012 • • 1183
დიპლომატიური სკანდალი თურქეთსა და საფრანგეთს შორის

თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ხელი არ მოაწეროს საფრანგეთის პარლამენტის სენატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სომეხთა გენოციდის აღიარებას კრძალავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი საფრანგეთიდან ელჩის გაწვევას და საფრანგეთთან ურთიერთობების შეწყვეტას აპირებს.

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ 127 ხმით 86-ის წინააღმდეგ 23 იანვარს მიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში აიკრძალა სომხების გენოციდის უარყოფა. კანონდამღრვევი ერთწლიანი პატიმრობითა და ჯარიმის – 45 ათასი ევროს, გადახდით დაისჯება.

გასული წლის 22 დეკემბერს აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამაც დაამტკიცა.

ფაქტს უკვე მოჰყვა უარყოფითი რეაქციები თურქეთის მხრიდან. ისინი საფრანგეთის შესაბამის საპასუხო ქმედებას ჰპირდებიან. BBC-ის ცნობით, საფრანგეთში თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის მიღების გამო საფრანგეთის დატოვებას აპირებს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, სადულა ერგინმა დაგმო საფრანგეთში მიღებული კანონი და განაცხადა, რომ საფრანგეთის სენატმა ”დიდი უკანონობა” ჩაიდინა, რითაც თურქეთის მიმათ უპატივისმცემლობა გამომჟღავნდა.

ელჩის გაწვევის გარდა, თურქეთი საფრანგეთს ფრანგი ბიზნესმენებისთვის სპეციალური ბარიერების შექმნითაც დაემუქა. საფრანგეთში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, საფრანგეთის სტრატეგიულ პარტნიორს დაკარგავს. პარალელურად, კანონის წინაღმდეგ პარიზის ქუჩებში თურქეთის დროშებით ხელში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, ის, რაც სომხებს შეემთხვათ გასული საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში, ისტორიკოსების განხილვის თემად უნდა დარჩეს, ხოლო საფრანგეთი ახალმიღებული კანონით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

თურქეთისგან განსხვავებით, საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით გაიხარეს სომხეთში და მას ”ისტორიული” უწოდეს.

თითქმის ასი წელია, სომხეთი მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვს აღიარონ 1915-16 წლებში ოსმალეთის იმპერიაში(ახლანდელი თურქეთი) მცხოვრები სომხების გენოციდი, რა დროსაც 1.5 სომეხი მოკლეს, 1 მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი