ახალი ამბები

საბერძნეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი მინისტრის მოადგილეს გადასცა

24 იანვარი, 2012 • • 1141
საბერძნეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი მინისტრის მოადგილეს გადასცა

დღეს, 24 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ელეფთერიოს პროიოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას.

რწმუნებათა სიგელის ასლის გადაცემის საზეიმო ცერემონიალის შემდგომ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ბატონმა დავით ჯალაღანიამ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე გეორგიოს ხაძიმიხელაკისი შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი