ახალი ამბები

საქართველო ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

24 იანვარი, 2012 • 1248
საქართველო ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიგერიაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას, რათა მართლმსაჯულებას გადაეცეს ბარბაროსული ტერორისტული აქტების ყველა მონაწილე და თავდამსხმელი”, – ნათქვამია განცხადებაში რომელიც საგარეო უწყებამ გაავრცელა.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ნიგერიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, მთავრობას და ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებას უჭერს მხარს.

ნიგერიის ქალაქ კანოში, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია, აფეთქებების სერია რამდენიმე დღის წინ მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი გენერალური ინსპექციის ოფისის წინ აიფეთქა, რამდენიმე ხანში აფეთქებები ქალაქის სხვა ნაწილებშიც მოხდა, ძირითადი სამიზნე პოლიციის განყოფილებები იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი