ახალი ამბებიხელოვნება

მუსიკოსი თაზო ლიპარტელიანი გარდაიცვალა

17 ივნისი, 2016 • 11456
მუსიკოსი თაზო ლიპარტელიანი გარდაიცვალა

ქართული მუსიკალური ბენდის, “კუნფუ ჯანქის” წევრი და დამფუძნებელი, მუსიკოსი თაზო ლიპარტელიანი, იგივე “გრინჩი” გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ლიპარტელიანი გარდაცვლილი დღეს იპოვეს და გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოპელექტრონული ბენდი “კუნფუ ჯანქი” 2007 წელს ჩამოყალიბდა. მას თაზო ლიპარტელიანის გარდა კიდევ სამი წევრი ჰყავს. ბენდი მსმენელის წინაშე 2016 წლის Tbilisi Open Air-ზე გეგმავდა დაბრუნებას. ლიპარტელიანი ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი