ახალი ამბები

ევროკავშირის სანქციები ირანს: ქვეყნები ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის ემზადებიან

23 იანვარი, 2012 • 1058
ევროკავშირის სანქციები ირანს: ქვეყნები ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის ემზადებიან

ბრიუსელში, ორშაბათის შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ირანიდან ნავთობის შესყიდვაზე ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ განაცხადებენ.

ეს იქნება უკანასკნელი ღონისძიება ირანის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ.

ამჟამად ევროკავშირი ირანული ნავთობის ექპორტის 20%-ს ყიდულობს.

თეირანი უარყოფს ბირთვული იარაღის განვითარების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები და არა სანქციები, არის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა.

ამავდროულად, პენტაგონის განცხადებით, ამერიკული ავიამზიდი  USS Abraham Lincoln, ისევე როგორც ბრიტანული სამეფო  საზღვაო ფლოტის ფრეგატი და ფრანგული სამხედრო ხომალდი, ირანის მუქარის მიუხედავად, რომ გზას ჩაკეტავდა, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჰორმუზის სრუტის გავლით Gulf-თან შევიდნენ.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კეტრინ ეშტონმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები მზად არიან დიპლომატიისთვის, სანქციების შემთხვევაშიც კი.

მისივე თქმით, მათ არ მიუღიათ ირანისგან პასუხი ოქტომბრის შეთავაზებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის დიპლომატები  გასულ სამშაბათს შეთანხმდნენ, რომ ირანის ცენტრალური ბანკის მიმართ სანქციები გაეტარებინათ, თუმცა ნავთობის ემბარგოს პოტენციური შედეგები გაცილებით მნიშვნელოვანია.

ბიბისის კორესპონდენტის, ჯეიმს რეინოლდსის განცხადებით,  ნავთობი ირანის მთავარი აქტივია და მისი გაყიდვა მთავრობას ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებაში ეხმარება.

ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, შეწყვიტონ ირანიდან ნავთობის შესყიდვა, შესაძლებელია ირანის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენოს, მაგრამ მას საბოლოოდ ვერ გაანადგურებს – აცხადებს კორესპონდენტი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს ირანი აზიის ქვეყნებში ყიდის. ამერიკა და ევროპა შეეცდებიან აზიის ქვეყნები დაარწმუნონ, რომ ირანიდან ნავთობის შესყიდვა მათ მკვეთრად შეამცირონ.

როგორც ცნობილია,  ევროკავშირი დაუყოვნებლივ აკრძალავს ახალ კონტრაქტებს ირანთან და საბოლოო აკრძალვა  ივლისიდან დაიწყება, რათა წევრ ქვეყნებს  ნავთობის მიღების სხვა წყაროების პოვნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ირანი უკვე დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს და ჰორმუზის სრუტეს Gulf -ის შესასვლელთან ჩაკეტავს, რომლის 20% მსოფლიო ნავთობის ექსპორტზე გადის.

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ღია სავაჭრო გზები კონფრონტაციის შესაძლებლობას გაზრდის.

გასულ წელს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ირანმა 10– დღიანი სამხედრო წვრთნები ჩაატარა და სამხედრო რაკეტების საცდელი გაშვება განახორციელა.

ნავთობის ფასები კი არსებული დაძაბულობისა და ევროკავშირის აკრძალვის მოსალოდნელი შედეგების გამო უკვე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი