ახალი ამბები

სომხეთში კლუბები –”პუტინი” იხსნება

23 იანვარი, 2012 • 1164
სომხეთში კლუბები –”პუტინი” იხსნება

ერევანში რუსეთის ფედერაციის პრემიერ– მინისტრის სახელობის პირველი კლუბის გახსნა თებერვლის დასაწყისში იგეგმება.

კლუბის დამაარსებელთა სიტყვებით, კლუბების მიზანია “რუსეთის პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის იდეების პოპულარიზაცია რუსეთ–სომხეთის ურთიერთობებში, ასევე, მომავალი თაობის აღზრდის პროცესში.”

დსთ–ს ქვეყნების ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ მხარი დაუჭირა სომხეთის სხვადასხვა საზოგადოებრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის აღნიშნულ ინიციატივას 2 თებერვალს ერევანში კლუბ “პუნიტის” გახსნის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს ხელმძღვანელმა, ანდრანიკ ნიკოგოსიანმა, იმით დაასაბუთა რომ სომხეთის ახალგაზრდობა “პუტინის მიმართ დიდ სიმპათიებს განიცდის, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მან შეძლო გამოეყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და აქცენტები სწორედ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გააკეთა.”

კლუბი “პუტინი” ერევანში რუსული წინგის სახლებში განთავსდება. ერევნის გარდა, კლუბები არტაშატში, გიუმრში და ვანაძორშიც გაიხსნება.

კლუბების წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ ლიტერატურა ვლადიმერ პუტინზე, ნახონ მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები, საუბრები გამართონ მისი იდეების, პროგრამებისა და პრინციპების შესახებ.

კლუბს ექნება საკუთარი ვებ–გვერდები რუსულ და სომხურ ენებზე. ასევე, ვლადიმერ პუტინზე კლუბი გამოსცემს პროშურებს, ბუკლეტებსა და ჟურნალებს.

ნიკოგოსიანმა  არ გამორიცხა, რომ კლუბის გახსნის შესახებ აღნიშნულმა ინიციატივამ შეიძლება დსთ–ს სხვა ქვეყნებშიც იპოვნოს მხარდამჭერები.

სომხეთში “პუტინის” კლუბების გახსნას ყველა არ მიესალმება.

“აღშფოთებული ვარ, რომ ვიღაცას მსგავსი იდეა მოუვიდა თავში,–ეუბნება ბი–ბი–სის კორესპონდენტს სომხეთში მომუშავე პროგრამისტი. არ შემიძლია ეს მიზნები გავიგო. შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ასეთი იდეებით რუსების თვალში ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი დაეცემა.”

“და რატომ არა ბულგაკოვის, ნაბოკოვის, დოსტოევსკის ან გაგარინის სახელობის კლუბები?–კითხულობს ერევნის მკვიდრი, 25 წლის ალვარდი–დღეს თავად რუსეთშიც პუტინის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, სომხეთში კი მის კლუბს აარსებენ. და თუ მას არ აირჩევენ პრეზიდენტად, კლუბს სახელს შეუცვლიან?”

შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა თაობაში აღნიშნულმა იდეამ მოწონება არ დაიმსახურა. ზოგიერთი ამ იდეას “მარაზმსაც” უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი