ახალი ამბები

სომხურენოვანი მედია აშშ–ში იაკობაშვილისა და კენ ხაჩიკიანის შეხვედრის შესახებ

22 იანვარი, 2012 • 969
სომხურენოვანი მედია აშშ–ში იაკობაშვილისა და კენ ხაჩიკიანის შეხვედრის შესახებ

სომხურენოვანი მედიასაშუალებები აშშ–ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილისა და აშშ–ში არსებული სომხური კომიტეტის, “აი–დატას” წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ წერენ. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე სამცხე–ჯავახეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.

“აი დატას” კომიტეტის ინფორმაციით,  სომხურ–ქართული თანამშრომლობის შესახებ დიალოგი ვაშინგტონშიც გრძელდება. ეს დიალოგი კი სამცხე–ჯავახეთში სომხურ –ქართული ინვესტიციების მოზიდვას, აშშ–ის დახმარების მოცულობასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეეხება.

სომხურენოვან წყაროების მიხედვით, აშშ–ში საქართველოს ელჩის, თემურ იკაობაშვილის განცხადებით: “საქართველოს საელჩო, სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობისა და მთელი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მიზნით, მზადაა ითანამშრომლოს აშშ–ის კონგრესთან, შტატების არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის ამერიკის სომხურ სათვისტომოსთან.”

“ამ თანამშრომლობით ვიმედოვნებთ, რომ სომხურ–ქართული მრავალსაუკუნოვან კავშირებს გავაფართოვებთ. ასეთი ნაბიჯები ქართული სახელმწიფო ინვესტიციებია, რომელიც სამცხე ჯავახეთის სომხურენოვანი რაიონის დახმარებას გულისხმობს,”–განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელემა კენ ხაჩიკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი