ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო

16 ივნისი, 2016 • 1497
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი სარჩელს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად დღეს განიხილავს, გაერთიანებული სარჩელს კი -17 ივნისს.

“15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა პირველი კოლეგიის წევრის, მერაბ ტურავას შუამდგომლობა და საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო N679 სარჩელი – „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე, 720/721-ე გაერთიანებული სარჩელი – „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და 740/764-ე გაერთიანებული სარჩელი – საქართველოს მოქალაქეები – გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

საოქმო ჩანაწერს თან ახლავს მოსამართლეების – გიორგი პაპუაშვილის, ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის განსხვავებული აზრები,” – ნათქამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი