ახალი ამბები

სარკოზი: საფრანგეთი ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას წყვეტს

20 იანვარი, 2012 •
სარკოზი: საფრანგეთი ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას წყვეტს

დღეს, 20 იანვარს ავღანეთის ჩრდილოეთით ქვეყნის ეროვნული არმიის ჯარისკაცის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 4 ფრანგი სამხედრო დაიღუპა, 16 ფრანგი სამხედრო კი მძიმედ დაიჭრა. ავღანელი ჯარისკაცი ფრანგებმა დააპატიმრეს.    

ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი მონაწილეობას წყვეტს ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში.

“საფრანგეთის არმია იბრძვის თავისი მოკავშირეების კვალდაკვალ, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია, რომ თუნდაც ერთი ფრანგი ჯარისკაცი მოკლული და დაჭრილი იყოს ჩვენი მოკავშირეების მიერ,” – განაცხადა სარკოზიმ.

ამჟამად ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში საფრანგეთის  3,600  სამხედროა ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი