ივანიშვილის პრესსამსახური აცხადებს, რომ სატელიტური ტელემაუწყებლობა ამოქმედდება

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ადასტურებს, რომ შპს ,,იგრიკა“, რომელსაც აქვს საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის უფლება, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს ხანში დაგეგმილია ახალი სატელიტური ტელემაუწყებლობის ამოქმედება.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაკეთებულ თავის პირველსავე განცხადებაში მოუწოდა საქართველოში მოქმედ ყველა ტელევიზიასა და ჟურნალისტს, გამიჯვნოდნენ პროპაგანდისტულ ჟურნალისტიკას, ჩამდგარიყვნენ სიმართლის სამსახურში და აღუთქვა, რომ თავად იქნებოდა მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო აცხადებს, რომ ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ტელევიზიის დებულებასა და კონტრაქტებში აისახება შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებითა და გარანტიებით”, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.

“ამ მიზნით ასევე გადაწყვეტილია მჭიდრო თანამშრომლობა ევროპაში მოქმედ მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ფონდებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული. ვფიქრობთ, მათი მონაწილეობა ახალი ტელევიზიის ფორმირების საქმეში კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი სარედაქციო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი თავისუფალი ქართული მასმედიის განვითარების გზაზე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი