ახალი ამბები

ბუნდესტაგის პრეზიდენტი: გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით

15 ივნისი, 2016 •
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით

“გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს,” – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მან ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

“ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმები,” – აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანია მიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი