ახალი ამბები

აზერბაიჯანის მოსახლეობამ 9 235 000–ს მიაღწია

19 იანვარი, 2012 • • 8710
აზერბაიჯანის მოსახლეობამ 9 235 000–ს მიაღწია

2012 წლის 1 იანვრისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 123 900–ით გაიზარდა და 9 235 000–ს მიაღწია.  მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე შეადგენს 107 ადამიანს. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Gun.az ქვეყნის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, აზერბაიჯანელი მოსახლეობის 53 პროცენტი ქალაქებში, ხოლო 47 პროცენტი სოფლებში ცხოვრობს. მათგან 49,6 პროცენტი კაცია, ხოლო 50,4 პროცენტი –ქალი.

მოსახლეობის 22,3 პროცენტი 0–14 წლამდე ასაკის კატეგორიას განეკუთვნება,  30,9 პროცენტი – 14–29–წლამდე,  71,9 პროცენტი – 15–64 წლამდე, უფრო ასაკოვანი ადამიანები მოსახლეობის 5,8 პროცენტს შეადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი