ახალი ამბები

რუსეთში გორბაჩოვის გასამართლებას ითხოვენ

19 იანვარი, 2012 • • 1139
რუსეთში გორბაჩოვის გასამართლებას ითხოვენ

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით რუსული პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”რუსეთის მოქალაქეთა პროფესიული კავშირი” ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტისგან საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს სამშობლოს ღალატის ბრალდებით.

აღნიშნულ ინფორმაციას რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახური ავრცელებს. რადიოსადგურის ინფორმაციით, გორბაჩოვის ”გასამართლება რუსეთის მოქალაქეთა პროფესიული კავშირის” დირექტორმა ილს იოჰანსენმა მოითხოვა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები დღეს  მოსკოვის რამდენიმე მეტროსადგურთან საპროტეტსო აქციების გამართვას აპირებენ, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ გორბაჩოვის გასამართლება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი