ალიევმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღების გამო ბუნდესტაგში ვიზიტი გააუქმა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გერმანიაში ვიტიზის დროს პროტოკოლის დაცვაზე უარი თქვა დაბუნდესტაგში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება.

ალიევის გერმანიაში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის პარლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეზოლუციის მიღების საკითხთან დაკავშირებით განცხადებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა და გერმანია “ორმაგ სტანდარტებში” დაადანაშაულა.

“გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია “სომეხთა გენოციდის” შესახებ მიკერძოებული და არაობიექტეურია. ისტორიის ფალსიფიკაცია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია”, – წერია აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ჰიკმეტ გაჯიევის ოფიციალურ კომენტარში.

2 ივნისს ბუნდესტაგმა, ხმათა უმრავლესობით, ოსმანურ იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, “თურქეთი არ აპირებს, გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმოს თემაზე, რომელზეც ისტორიკოსებიც ვერ თანხმდებიან. ჩვენ გამოვიძახეთ ელჩი გერმანიიდან კონსულტაციებისთვის”. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. რეზულუცია სახელწოდებით “სომეხთა გენოციდისა და სხვა ქრისტიანული უმცირესობების ხსოვნის 101 წელი” ბუნდესტაგში საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. აღნიშნული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებს. ამჟამად სომეხთა გენოციდი 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი