ახალი ამბები

”ჩემი პირველი კომპიუტერისთვის” 32 მილიონი ლარი გამოიყო

18 იანვარი, 2012 • 1124
”ჩემი პირველი კომპიუტერისთვის” 32 მილიონი ლარი გამოიყო

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ პროგრამა ”ჩემი პირველი კომპიუტერისთვის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2011 წელს 32 000 000 ლარი მიიღო.

პროგრამა ” ჩემი პირველი კომპიუტერი” 2010 წლიდან ხორციელდება, 2010 წელს პროგრამისთვის 2 854 000 ლარი გამოიყო. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განცხადებით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია, რადგან დეტალური ხარჯთაღრიცხვა არ არის მოწოდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი