ახალი ამბები

პროტესტი შრომის კოდექსის გამო

17 იანვარი, 2012 • 986
პროტესტი შრომის კოდექსის გამო

მოძრაობამ “ლაბორატორია –1918” და საქართველოს გაერთიანებულმა პოფკავშირებმა საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი რუსთაველის ძეგლთან გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, შრომის კოდექსის 37-38–ე მუხლები დამსაქმებელს მშრომელის სამუშო ადგილით მანიპულირების საშუალებას აძლევს.
აქციის მონაწილეების თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას მოქმედი შრომის კოდექსის შეცვლისკენ, რადგან იგი არ შეესაბამება ევროპის სოციალურ ქარტიას და არღვევს ადამიანის უფლებებს.

საქართველოს შრომის კოდექსის 37- 38–ე მუხლები შრომითი უფლებების შეწყვეტის საფუძვლებსა და შრომითი ხელშეკრულების მოშლას ეხება. საქართველოს შრომითი კოდექსი ძალაში 2006 წლის 25 მაისს შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი