ახალი ამბები

ქართული ენის ახალი სახელმძღვანელო ეთნიკური უმცირესობებისათვის

17 იანვარი, 2012 • 1058
ქართული ენის ახალი სახელმძღვანელო ეთნიკური უმცირესობებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებისათვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს მე-4 დონის წიგნები გამოიცა, რომლებიც დიმიტრი შაშკინმა 104-ე სომხურენოვან სკოლას თავად გადასცა.

სამინისტროს განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებისათვის  შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს მეშვეობით მოსწავლეებს ქართულ ენას დაჩქარებულად შეასწავლიან.

აღნიშნული სახელმძღვანელო პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის  ”ქართული ენა მომავალი  წარმატებისთვის” ფარგლებში შეiქმნა. სახელმძღვანელო დონეების მიხედვითაა დაწერილი და თორმეტ დონეს მოიცავს. ამ ეტაპზე გამოცემულია სახელმძღვანელოს 4 დონე, წლის ბოლომდე კი, სამინისტროს ინფორმაციით, თორმეტივე დონე დაიბეჭდება.

ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნისა და მოსწავლის რვეულისგან შედგება, მას თან ახლავს აუდიო დისკიც, რომელშიც სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებია ჩატვირთული. შექმნილია მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევიც. სახელმძღვანელოები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასოდ ურიგდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი