ახალი ამბები

ჯვრის უღელტეხილზე თოვა გაგრძელდება

17 იანვარი, 2012 • 986
ჯვრის უღელტეხილზე თოვა გაგრძელდება

ჯვრის უღელტეხილზე კვლავ თოვს.

როგორც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თოვა კვლავ გაგრძელდება. ამჟამად თოვლის საფარი 132 სანტიმეტრს აღწევს.

დიდთოვლობას ნისლი და ქარბუქიც დაემატა, რაც გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას ხელს უშლიდა. თოვლის გამო მოძრაობის პრობლემა შეექმნათ სომხეთიდან რუსეთში, საქართველოს გავლით ტრანზიტულად მოძრავ ავტომობილებს.

ჯვრის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დიდთოვლობაა მესტიაშიც, სადაც თოვლის საფარმა 72 სანტიმეტრს მიაღწია, მეტეოროლოგები მესტიაში თოვლის მომატებას ვარაუდობენ. თოვს ასევე ხულოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი